„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს აქვს კარგი განათლება და გამოცდილება იმისათვის, რომ ქვეყანა მართოს:
„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, იყო კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, ბატონი მამუკა ბახტაძე არის გამორჩეული როგორც განათლებით, ასევე თავისი გამოცდილებით, მას აქვს დიდი გამოცდილება, ის არის ძალიან სერიოზული ექსპერტი ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით, მას აქვს ძალიან ღრმა განათლება, მრავალმხრივი გამოცდილება, უნარი იმის, რომ მართოს ქვეყანა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი წარმატებით უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წარმატებას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.