ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბახტაძის პირველი განცხადება პრემიერად წარდგენის შემდეგ

საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მისი თქმით, საქართველო არის ადამიანთა და მოქალაქეთა ერთობლიობა, ხოლო ადამიანი იყო, არის და იქნება პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ფასეულობა.

„თითოეული ინიციატივა თუ ძალისხმევა, რომელსაც განვახორციელებთ, იქნება ორიენტირებული სწორედ ადამიანზე და მის მხარდაჭერაზე, ორიენტირებული მისი თავისუფლებისა და მისი სასიცოცხლო გარემოს გაუმჯობესებაზე. ამისთვის, საჭიროა პრინციპულობა, გუნდურობა, მაღალი კომპეტენციის ხარისხი და ყველა იდეის კონსოლოდიცია. მე დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად მივაღწევთ და საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი, ევროპული ყაიდის ქვეყანა“, – აღნიშნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი კვირიკაშვილი გუშინ თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად, მთავრობის ყველა წევრი გადაყენებულად ითვლება. დღეს “ქართულმა ოცნებამ” ახალი პრემიერობის კანიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

იტვირთბა....