“თქვენ კარგად მიკარნახეთ. კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს” – ასე უპასუხა 2013 წელს, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, განიხილებოადა თუ არა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე. ბახტაძე იმ დროისათვის “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
მამუკა ბახტაძე ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელდა. მმართველმა გუნდმა ის ცოტა ხნის წინ წარადგინა.