ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

დღეს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გახსნით მატჩი ერთმანეთს 19:00 საათზე მასპინძლები საუდის არაბეთს დაუპირისპირდებიან.

მუნდიალი 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ყველაზე დიდი საფეხბურთო ფორუმი 5-ჯერ ბრაზილიას, 4–4-ჯერ იტალიასა და გერმანიას, 2-2-ჯერ არგენტინასა და ურუგვაის, ხოლო საფრანგეთს, ინგლისსა და ესპანეთს ერთხელ აქვთ მოგებული.

ისტორიაში მეორედ ჩემპიონატზე ვერ მიღებს მონაწილეობას იტალია. მუნდიალს მიღმა დარჩა ჰოლანდიის ნაკრებიც.

ჩემპიონატის 64-ვე მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.

იტვირთბა....