„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის განხეთქილება ბანკების თემას უკავშირდება, მათ შორის არის ანაკლიის პორტის საკითხიც, რომელიც მამუკა ხაზარაძის კომპანიას გადაეცა.
არსებული ინფორმაციით სწორედ ის გახდა კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
„უნისეფის კვლევა საკმაოდ დამთრგუნველი არის იმიტომ, რომ აჩვენებს ხალხის ჭარბვალიანობას და ბანკების და ლომბარდების მიერ საკმაოდ გაზრდილი სესხების რაოდენობას, სადაც ასახული არის, რომ ჩვენი მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ იყო პოზიციების შეუთავსებლობა, იმიტომ, რომ თვლიდნენ რომ ეს პოზიცია არ არის სიჯანსაღის მაჩვენებელი და პრემიერ-მინისტრი თავის პოზიციას იცავდა იმითი რომ ყველა მაკრო-ერკონომიკურიპარამეტრებით კარგი მაჩვენებლები გვაქვს,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.