ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

“ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც საზოგადოებისთვის გასაგებია” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის გაუგებარია რატომ მიდიან წარმატებული პრემიერ-მინისტრები. მარგველაშვილის თქმით, ეს “მასკარადი” უნდა დასრულდეს.

“რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები?- რა არის ამის უკან მდგომი არგუმენტი და რა პრინციპით, რა კრიტერიუმებით აირჩევიან ახალი პრემიერ მინისტრები და მე ვფიქრობ, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერ მინისტრები, რა პრინციპით ირჩევიან ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია უნდა დამთავრდეს,”-განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია პრემიერობის შესაძლო კანდიდატზე, მამუკა ბახტაძეზე. დღეს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ჩანიშნულია უმრავლესობის გაფართოებული სხდომა, სადაც პრემიერობის კანდიდატზე იმსჯელებენ. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

იტვირთბა....