სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ ამერიკელ ბიზნესმენს ეფი ატეფ ეზზატ აზიზსა და მის მეუღლეს თანასოფლელი ნაჯახით თავს დაესხა. თავდამსხმელმა ოჯახის კუთვნილი მანქანა დააზიანა.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მათ თანასოფლელს ღვინის მაღაზიიდან სასმლის მიცემაზე უარი განუცხადეს.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ფოტო: “იმედინიუსი”