ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნინო ლომჯარია: “მამაო, ეს ბზარები დიდი ხანია აქაა”

“მამაო, ეს ბზარები დიდი ხანია აქაა და 90-იანი წლების “ხარისხიანი მშენებლობების” შედეგია, მიწისძვრამ კიდევ უფრო დააზიანა და სახიფათო გახადა აქ ყოფნა. რაც შეეხება ღვთის სასჯელს, მე და ჩემი თანამშრომლები გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარების მეტს არაფერს ვაკეთებთ აქ და თუ უფრო მეტს ვერ ვაკეთებთ, ამის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. ქრისტიანობა სიყვარულია, მოყვასისაც და მტრისაც და არა შურისძიება და ნიშნისმოგება”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეკანოზი დავით ისაკაძის განცხადებას.

როგორც “ასავალ-დასავალს” ისაკაძემ განუცხადა, სახალხო დამცველის ოფისში ბზარები უფლის მხრიდან გაფრთხილების ნიშანია.

იტვირთბა....