საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევები. მთავრობა უნდა გადადგეს, ეს საკითხია დღის წესრიგში დასაყენებელი”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს „ქართული ოცნების“ ოფისში სხდომა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრა მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებს არ ეხებოდა და UNICEF-ის მოსახლეობის კვლევას შეეხებოდა.