ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი: “ცოცხები იყო სიცრუე და შარდი ამ კაცის სახეზე არის ნამდვილი”

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც მოქალაქემ მარნეულის მერსა და ბიძინა ივანიშვილს აგინა, ხოლო შემდეგ მას ბოდიში მოახდევინეს და სავარაუდოდ, საკუთარი შარდი წაასმევინეს სახეზე.

„არ შემიძლია, არ ვთქვა ორი სიტყვა იმ ვიდეოზე, რაც გავრცელდა, განსხვავებით ბედუკაძის გაყალბებული ვიდეობისა. ცოცხები იყო სიცრუე და შარდი ამ კაცის სახეზე არის ნამდვილი. ეს კაცი არის ასევე სიმბოლო მეორე საქართველოსი. იმ საქართველოსი,  რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი, ბინძური რუსი ოლიგარქი აშარდავს  სახეზე ბოლო რამდენიმე წელიწადია, უშვრება თავზე ბოლო რამდენიმე წელიწადია და ხალხმა უნდა თქვას, რომ ეს შარდი კი არ არის, ეს არის ზეციური ცვარი. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ყველას გიშვრებათ თავზე, სახეზეც და ყველგან გაწუწებთ თავის ბინძურ ექსკრემენტებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ, ამ ინციდენტზე დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.

იტვირთბა....