ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა

პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიზეზით დააკავეს თემურ აბაზოვი.

სავარაუდოდ, მერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც მოქალაქეს მოშარდვას და შარდის სახეზე წასმას აიძულებენ.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.

 

იტვირთბა....