MANIFEST.GE-ზე შეიქმნა პეტიცია, “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ, სახელწოდებით, “არჩილ თალაკვაძესა და ლევან კობერიძეს მიენიჭოთ UNICEF-ის კეთილი ნების ელჩების სტატუსი”.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” ოფისში პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 4 მინისტრი და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ “იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს.