“ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili. – თქვენ საღოლ. რაც იცით, იცით. მაგრად გვტროლავთ”, – ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “ქართული ოცნება – დემოკრატიული” საქართველოს მიერ ჩატარებულ პარტიულ სხდომას.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ოცნების” ოფისში პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 4 მინისტრი და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ “იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს.