ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გეგიძე: “ცვლილებები ერთობლივად უნდა მოხდეს და გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას”

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი მოცემულობის გაანალიზების შემდეგ გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და დაველოდოთ ყველა ამას.

კითხვაზე, გუნდის შიგნით მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები პრემიერ–მინისტრის გადადგომაზე , იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობის დატოვების ან სხვა სამთავრობო გადაადგილებების შესახებ, გეგიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს იგი თვალს ადევნებს და საკუთარი მოსაზრებები გააჩნია, რომლის გამოთქმა არც საჯაროდ და არც კულუარულად არ უჭირს, თუმცა წინასწარ, ამ შემთხვევაში ვარაუდების და ჭორების დონეზე, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი არ უყვარს. გეგიძის თქმით, წულუკიანმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ეს არის პროცესი, რომელზეც გადაწყვეტილების მიღების დეფიციტი ხელისუფლებას არ უნდა გააჩნდეს, მათ შორის, პარლამენტის წევრებს და მეც უუნარო არ უნდა ვიყო გადაწყვეტილების მიღების დროს. არგუმენტების მოსმენის შემდეგ შეცვლილი მოცემულობის გაანალიზების შედეგად გადაწყვეტილებას ხელისუფლება მიიღებს და ყველა ამას დაველოდოთ. ეს ერთობლივად უნდა მოხდეს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გეგიძემ.

იტვირთბა....