შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია, თავად ხაბეიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ის დაკავებული არც ყოფილა. მისი თქმით, თავად სამინისტროს არა აქვს ინფორმაცია, სინამდვილეში ვინ დაიჭირეს. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ის რუსთაველის გამზირზეა და სხვადასხვა მედია საშუალებებს პირდაპირ ეთერში ერთვება.
“არ ვიცი იმ შარვალ კოსტიმიან ბიჭს, რომელმაც ბრიფინგზე ჩემი სახელი დაასახელა, რა სია მიაწოდეს. მე დაკავებული არც ვყოფილვარ. საქმე მაგაშია, რომ ისიც არ იციან, ვის სად და როდის აკავებენ. მე აქ რუსთაველის გამზირზე ვარ და სხვადასხვა მედია საშუალებებს პირდაპირ ეთერში ვერთვები. ტელევიზორს მაინც უყურონ სად ვარ”,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 9 პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინიტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველო უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაკავებულთა შორის არიან თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე. ჭელიძე ამბობს, რომ დაკავებული მელია უკვე თავისუფალია.