ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კილაძე: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნიკა მელია არ დაუკავებიათ”

სოფიო კილაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი ნიკა მელია დაკავებული არ არის, არამედ ის დაძაბულ სიტუაციას გაარიდეს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლიათ გითხრათ, რომ ბატონი მელია არ არის დაკავებული, არც არავის დაუკავებია, უბრალოდ ადგილი ჰქონდა რამდენიმე პირის მხრიდან, მათ შორის მელიას მხრიდან, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. აქედან გამომდინარე, ბატონი მელია, განარიდეს სიტუაციას. ბატონ მელიას, როგორც პარლამენტარს, მას ბუნებრივია იმუნიტეტი იცავს”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

იტვირთბა....