ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარალიძის, კუპრავასა და სამართალდამცავების დაპირისპირება სასამართლოს სასადილოში (ვიდეო)

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა სასამართლოს სასადილოში სცემეს 15 ამდე პოლიციელმა

Gepostet von მოძრაობა საქართველოს მომავლისთვის am Montag, 11. Juni 2018

ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს.  სასამართლოს დარბაზიდან მასთან ერთდ დაკავებული პირები დროებით გამოუშვეს, რადგან შესვენება გამოცხადდა.

კუპრავა დანარჩენ პირებთან ერთად სასადილოში იყო, როდესაც მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.

კუპრავამ განაცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სასამართლოს გადაწყვეტილება 1 საათში გახდება ცნობილი.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დააკავეს.

იტვირთბა....