ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ვინ და როდის უნდა დავიბაროთ სხდომაზე”

ქუთაისში, 13 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მანამდე კომისიის წევრები გაეცნობიან საქმის მასალებს, რომელიც სასამართლოდან და პროკურატურიდან პარლამენტში გადაიგზავნება.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ვინ და როდის უნდა დავიბაროთ სხდომაზე, მე ვფიქრობ, პირველ რიგში, სარალიძესა და დადუნაშვილს უნდა მოვუსმინოთ და უფრო სიღრმისეულად უნდა გავეცნოთ მათ პრეტენზიებს და შემდეგ უნდა განვსაზღვროთ ე.წ. საგამოძიებო სტრატეგია“, – განაცხადა მდინარაძემ

იტვირთბა....