„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების გაცნობას იწყებს და საზოგადოებას ოთხშაბათს, 13 ივნისს აცნობებს იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან
მისივე თქმით, კომისიამ საქმის შესწავლა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრით დაიწყო.
,,საკმაოდ ვრცელი შეხვედრა გვქონდა ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატთან, სადაც მთლიანად საქმის პერიპეტიები განვიხილეთ. საგამოძიებო კომისია ასევე თანამშრომლობს ნინო ლომჯარიასთან. სახალხო დამცველი მუშაობს აღნიშნულ საქმეზე და კოორდინირებულები ვართ საქმის შესწავლის ფარგლებში. ვიწყებთ მტკიცებულებების გაცნობას და საზოგადოებას ოთხშაბათს ვაცნობებთ იმ პირთა სიას, ვინც მოვლენ და კომისიის წინაშე დაიკითხებიან“,- აცხადებს ოთარ კახიძე.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტის საგამოძიებო კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს, თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა.