რამდენიმე წუთია რაც რუსთველის გამზირზე მოძრაობა აღდგა. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ გადაიტანეს.
ასევე კარვებთან სამართალდამცველები ჩადგნენ, საწოლები და ლეიბები კი პოლიციამ წაიღო.
მანამდე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ 14:00 საათზე პარლამენტთან მივიდნენ.