ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არ არის გრეჩიხას კარვები ხალხო, ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა”

მიიღეს დავალება ივანიშვილისგან, რომ გაწმენიდილყო გზა – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია კარვების დაშლას. მელია რუსთაველის გამზირზე იმყოფება და ოპოზიციას იქ მისვლისკენ მოუწოდებს:

“მივმართავ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელზეც აპელირებენ დილიდან, ქართული ოცნების დეპუტატები. გამოდით ხალხნო. შვილმოკლული მამები არიან და მერე არ თქვათ რომ აქ ზალიკო უდუმაშვილი იყო და ნიკა მელია მელია. ვიქნები, მაგრამ თქვენ სადა ხართ? გაიღვიძეთ ხალხო, ადექით საწოლებიდან და გამოდით. მოეშვით სისულელეების ლაპარაკს თითქოს მართულია. ეს არ არის გრეჩიხას კარვები ხალხო, ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა, რომ საკუთარი შვილის მკვლელბი დამისაჯეთო, ნაცვლად ამისა რას პასუხობენ- ცინიზმს, პროპაგანდას, ზონდერების მოგზავნას”,-აცხადებს მელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კრავების სავალ ნაწილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. დღე დილას კი კარვები, საპატრულო პოლიციამ უშუალოდ პარლამენტის შენობასთან გადაიტანა. პოლიციელმა თავადვე გამოიტანეს კარვებიდან საწოლები. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლციის უფროსიც.
გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებამდე კი ადგილზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც რამდენიმმე ადამიანია დაკავებული.

იტვირთბა....