ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ავიად კუპრავა და კიდევ სამი პირი არიან დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირია დაკავებული.
რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.
მანამდე კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამართალდამცავებმა გაფრთხილება მისცეს და აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე სთხოვეს, რომ კარვები საავტომობილო გზიდან გადაიტანონ. აღნიშნულ გაფრთხილებას აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან და აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კარვების დაშლას ან გადატანას არ აპირებენ.
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. გუშინ მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.