ზაზა სარალიძის თხოვნით, მისმა თანამებროლებმა კარვები სავალ ნაწილზე გადაიტანეს. სარალიძის განცხადებით, კარვები იქამდე დარჩება რუსთაველზე, სანამ მათი, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის, მოთხოვნები არ შესრულდება.
“გახარიას უწყება რომ აყალბებდა ამ საქმეს, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. დღეს ამაში დავრწმუნდი. მეჯახება მთავრობა და სისტემა?! მე აქ ვიქნები, ვიდრე ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ და არ დაიჭერენ იმ პირებს, ვინც ამ მკვლელებს ხელი დააფარა. კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა”, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.