განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გომბორის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშვებულები მოინახულა და ექსკურსიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთანდაკავშირებული რეგულაციები. მოსაგვარებელია ესკორტის საკითხები და სპეციალური ნებართვა მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას. როგორც კი დავბრუნდები, შევხვდები შს მინისტრს, გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე ავარია მოხდა, ექსკურსიაზე მიმავალმა მიკროავტობუსმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა – დაიღუპა 4 და დაშავდა 21 ადამიანი.