ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გომბორში მომხდარ ავარიაზე შსს-მ მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის ფაქტზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა.

„დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ოთხი მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე ექსკურსიაზე წასული მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რის შემდეგაც 1 არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა, ხოლო სამი ქალი დაიღუპა, დაშავდა 21 ადამიანი. დაშავებულები მკურნალობას გადიან და მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

იტვირთბა....