პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბარიში მირზა სუბელიანის დაკავებასა და ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება.
“ზაზა სარალიძის ემოციები ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და უნდა ესმოდეს, რომ საქმის გამოძიება ორ დღეში არ ხდება. მტკიცებულებებია საჭიროა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ძიება გრძელდება და ყველა დაპატიმრებული იქნება. სარალიძის სურვილი გასაგებია, რომ ყველა დასჯილი იყოს, მაგრამ დასჯას ჭირდება მტკიცებულებების მოპოვება. ორ საათში და ერთ დღეში ეს ყველაფერი არ ხდება. მესმის, რომ მას სამართალდამცავებთან ურთიერთობის ცუდი გამოცდილება აქვს, მაგრამ შსს-ს გონივრული ვადა უნდა მისცე, რომელმაც ახლა დაიწყო ძიება. დაჭერას მტკიცებულება ჭირდება. მესმის მისი ემოციები, მაგრამ პროცესს უნდა მიყვეს და მოვუწოდებ, რომ გაგებით მოეკიდოს სიტუაციას.
სარალიძე მიუახლოვდა ზღვარს, რომლის იქითაც შეიძლება ვიღაცამ მართლა დაინახოს, რომ ყველაფერშ პოლიტიკამ დაიწყო დომინირება. როგორც ჩანს სარალიძისთვის შსს-ში კარები ღიაა და ჯობს ითანამშრომლოს. ხომ არავინ ამბობს, რომ სხვები არ დაისჯებიან, დრო უნდა ყველაფერს. ალ კაპონე წლების განმავლობაში ვერ დაიჭირეს, უამრავ ადამიანს ხოცავდა, მაგრამ მტკიცებულელებია საჭირო. თუ სამართლებრივ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, მტკიცცებულებები უნდა შეიქმნას”, – აცხადებს ხუხაშვილი.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს.
სისხლიანი გარჩევისას გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ სწორედ მირზა სუბელიანია გამოძიების მასალების გაყალბების მთავარი ფიგურანტი
ზაზას სარალიძის განცხადებით, ის ელოდება სხვა პირების დაკავებას, იმ პროკურორების ვინც ეს საქმე “შეკერეს”.