შინაგან საქმეთა სამინისტროში 17:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის საკითხს უკავშირდება.
მირზა სუბელიანი შსს-ში დღეს დაახლოებით სამი საათის წინ შევიდა. ეს მისი უკვე მესამე დაკითხვაა. დაკითხვამდე შესვლის წინ, მან განაცხადა, რომ დაბარება გამოძიებისთვის თანამშრომლობას უკავშირდება.
რამოდენიმე საათის წინ მირზა სუბელიანმა შსს-ში ადვოკატი გამოიძახა.