ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 12 ბავშვია.
გომბორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, გომბრორის უღელტეხილზე ექსკურსიაზე წასული მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაშავდა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.