ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა 16 -მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა 16 -მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, გომბრორის უღელტეხილზე ექსკურსიაზე წასული მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილი იყო 1 ბავშვი და 1 ქალი.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

იტვირთბა....