თბილისში მარშალ გელოვანის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა, რის შემდეგ ოთხი პირი დაშავდა, – ამის შესახებ “მეტრონომს” თვითხილველებმა განუცხადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.