ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და ზაზა სარალიძე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი,  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
იტვირთბა....