სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 51-ე სკოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ლომჯარია ხორავას საქმეს ეხება და აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბავშვი ცილისწამებისგან უნდა იყოს დაცული.
“მოთმინებით ველოდი განათლების სამინისტროს, სკოლის ადმინისტრაციის, დათო სარალიძის პედაგოგების პოზიციებს მომხდართან დაკავშირებით. მაინტერესებს, სკოლამ შეისწავლა ბულინგი, რომელსაც 2 არასრულსწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე? რა შეცვალეთ ამ და სხვა სკოლებში ამ ყველაფრის შემდეგ? რატომ არ იცავთ გარდაცვლილ ბავშვს ცილისწამებისგან?”, – წერს ლომჯარია.