ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ავსტრიაში მეჩეთები დახურეს

Foxnews-ის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ორი მეჩეთი დახურეს, ხუთის დახურვა კი მომდევნო დღეებში იგეგმება.

ავსტრია ქვეყნიდან 40 თურქი იმამის გაწვევასაც აპირებს.

ეს 2015 წელს მიღებული კანონის საფუძველზე ხდება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკრძალება ისეთი რელიგიური საზოგადოების არსებობა, რომელიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდება.

ვენაში არსებობს არაბული რელიგიური საზოგადოება, რომლის დაქვემდებარებაშიც 6 მეჩეთია. საზოგადოება ძირითადად თურქეთიდან ფინანსდება.

იტვირთბა....