ფოთის საკრებულო შინაურ ცხოველებთან სექსუალური აკრძალვის შესახებ მიღებულ დადგენილებაზე ფოთის საკრებულომ “მეტრონომს” ინფორმაცია მიაწოდა თუ რატომ მოხდა ამ დადგენილების მიღება:
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება შემუშავდა არასამთავრობო სექტორისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე.
ა(ა)იპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“, 2018 წლის 19 აპრილს დადგენილების პროექტით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესიები მოწესრიგებულიყო.
რის შემდეგაც დოკუმენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისგან განსახილველად მიიღო.
ბოლო პერიოდში საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ცხოველთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გახშირებული ფაქტები. ფოთის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება ადგენს იმ ქმედებების ნუსხას, რომელებიც წარმოადგენს ცხოველთა უფლებების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმის, ცხოველების სიცოცხლეს.
დადგენილებით მიღების მიზანია, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა და მათი პოპულაციის მართვა თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. დადგენილება შესაბამისობაშია საქართველო კანონმდებლობასთან, საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფოთის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც შინაურ ცხოველთან სქესობრივი აქტი, მისი წამება ჩაითვლება დანაშაულად და გმაოიწვევს პირის პასუხისგებაში მიცემას.
ფოტო: ლაივპრესი