“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილსა და ვახო ხუზმიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნათელაშვილმა “იბერია” მიკერძებულობაში დაადანაშაულა.
ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის თქვენისთანების გურუ და თქვენი ტელევიზიის მმართველი.
ხუზმიაშვილი: ძალიან სასაცილოდ ჟღერს თქვენი ბრალდებები და უკვე მეცინება კიდეც. ეტყობა თქვენ პასუხები არ გაქვთ და იმიტომ მცემთ ასეთ პასუხებს. არ უნდა დაგისვათ კითხვა გეუხერხულებათ თუ არა როლანდ ახალაიასთან ერთდ დგომა.
ახალაიას შვილებს ნაძირალა ივანიშვილი აფინანსებდა. თუ გსიამოვნებთ ხშირად ვახსენებ ივანიშვილს.
ახლა როლანდ ახალაიას გამო აქციაზე არ უნდა მივიდეთ და სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ შვილმკვდარ მამებს? ხალხი პანტა-პუნტით გვეხოცება მე რომ არ მივსულიყავი ღამის კლუბებში ხალხისთვის ნარკოზის მიცემა გაგრძელდებოდა. 12 ბავშვი მოკვდა. რადაგნ 1 ადამიანი არ მოგვწონს აღარ მივიდეთ აქციაზე? თქვენი ტელევიზია ცდილობს აქციის მუხტის ჩაქრობას. თქვენი მეპატრონე ოქუაშვილი გახლდათ ასლან აბაშიძის თანამონაწილე სიგარეტის კონტრაბანდაში და მილიარდები იშოვა. მე ვიცი საიდან მოდის თქვენი ფესვები. ახლა ისე არ გამაკეთებინოთ, რომ ლონდონში გადამალული თქვენი მეპატრონის წინააღმდეგ ლონდონში გამაგზავნინოთ წერილი და ლონდონის პარლამენტმა ზომები მიიღოს მის წინააღმდეგ. მისი ტელევიზია სამოქალაქო შუღლის გაღვივევებას ემსახურება.
ბატონო შალვა, თქვენზეც ამბობდნენ მიშა სააკაშვილი აფინანსებდაო, დავიჯეროთ?
კი ბატონო, დააწყეთ ანგარიშფაქტურები როდის რა გადმომირიცხა…
თქვენ დააწყეთ ბატონო შალვა, ფაქტურები..
თქვენი კითხვები არის დაკვეთილი..