ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი: დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბეში, დგებუაძის ქუჩის №1, უზნაძის ქუჩის №80, №82 და №84-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათზე.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....