უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, 20-წლამდელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირლანდია 24-20 დაამარცხა.
ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – 20-წლამდელებმა ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მატჩი მოიგეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ნაკრები მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას და მისი სავარაუდო მეტოქე იაპონია იქნება.
ფოტო: GEORGIAN RUGBY