სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ადეში ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილმა წყალმა, ორი ადამიანი იმსხვერპლა. წვიმამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და დაიტბორა გზები. ინფორმაციას The Local-ი ავრცელებს.
წინა დღეებში კი სტიქიამ ერთი ადამიანი შეიწირა.
საფრანგეთს შს სამინისტროს ცნობით, უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, 7,900 მისამართზე გავიდნენ დასახმარებლად