2017 წლის მონაცემებით, ხანძრების შედეგად საქართველოში 79 ადამიანი დაიღუპა, 244 დაშავდა. განადგურდა 543 შენობა-ნაგებობა. მთლიანად ქვეყანაში კი 15 222 ხანძარი აღირიცხა, რაც ბოლო 15 წლის მაჩვენებლების მაქსიმუმს წარმოადგენს.
გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით 11676 ობიექტი შეამოწმა. აქედან,160 დაჯარიმდა. 2 261 ობიექტი შემოწმდა 2018 წლის პირველ კვარტალში, აქედან 83 დაჯარიმდა.
სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სამშენებლო ნებართვების გაცემა უკვე გამკაცრდა მთავრობის 41- ე დადგენილებით. აღნიშნულზე დედაქალაქის მერმაც ისაუბრა. “ფორტუნა” დაინტერესდა, რამდენ კომპანიას ეთქვა უარი მშენებლობაზე ამ მიზეზით, თუმცა, როგორც განგვიმარტეს, მერიას მსგავსი სტატისტიკა არ აქვს.
დღეს არსებული შენობა-ნაგებობების უმეტესობა სახანძრო უსაფრთხოების კუთხით რომ კრიტიკას ვერ უძლებს ამაზე საექსპერტო წრეებში დიდი ხანია საუბრობენ.
fortuna.ge