ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავის მერის მოადგილე ხარის სპერმაზე: “ყველაფერზე ღლიცინი არ შეიძლება, გერმანელები ძალიან გაბრაზდნენ”

ეს არის მოძრავი ლაბორატორია, რომელიც ფერმერთან ადგილზე მიდის და ხელოვნურ განაყოფიერებას ახდენს. ამას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ფერმერი დაზღვეულია რაიმე სახის გადამდები ცხოველური დაავადებისგან, მომსახურება არის უფასო, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი ბიბერახის მხრიდან თელავისთვის 450 ერთეული ხარის სპერმის გადმოცემას.

“ეს პროექტი 2015 წელს დაიწყო. ბიბერახი და თელავი 30 წელია უკვე დამეგობრებული ქალაქები არიან. ბიბერახის მხრიდან დაახლოებით ათამდე პროექტი განხორციელდა და მთლიან ხარჯებსაც გერმანული ხმარე იღებს. ეს პროექტებია მეხანძრეების გადამზადება, გაცვლითი პროგრამები და ა.შ. მათ შორის ერთ-ერთი პროგრამაა ეს, რომელზეც გუშინ უხამსი ხუმრობები დაიწყეს. ეს არის მოძრავი ლაბორატორია, რომელიც ფერმერთან ადგილზე მიდის და ხელოვნურ განაყოფიერებას ახდენს.

ამას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ფერმერი დაზღვეულია რაიმე სახის გადამდები ცხოველური დაავადებისგან, მომსახურება არის უფასო. ამ პროექტის ფარგლებში ფერმერი გამოიძახებს ლაბორატორიას, რომელიც სახსლში მიაკითხავს. ეს ყველაფერი 16 000 ევრო ჯდება და მას ბიბერახი ფარავს. 2015 წლიდანაა ლაბორატორია ჩამოსული და ეს პროცედურა მიმდინარეობს. პერიოდულად იგზავნება სხვადასხა საჭირო რამეები, მათ შორის სპერმაც. დაახლოებით ასამდე ფერმერმა ისარგებლა ამით და ძალიან მოთხოვნადია. ძალიან კარგი და კეთილი საქმეა. გერმანელებმაც ნახეს გუშინ სიუჟეტები და დიდი გულისწყრომა გამოიწვია მათშ ყოველივე ამან და უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ყველაფერზე ღლიცინი არ შეიძლება”, – აცხადებს საჩიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თელავში გერმანიიდან 2 ათასი ევროს ღირებულების 450 ერთეული ხარის სპერმა გამოიგზავნა.

იტვირთბა....