ახალი ამბები კულტურა მთავარი

Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება: ვინ არიან მონაწილეები

თბილისის მერიის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 7-8 ივნისს თბილისში მე-9 Kavkaz Jazz ფესტივალი გაიმართება, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს.

კავკასიური ჯაზის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად 7 ივნისს, 20:00 საათზე  Jazz Café Singer იქცევა, ხოლო თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, აბანოთუბანში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ერთ სცენაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

წლევანდელი Kavkaz Jazz ფესტივალის მონაწილეები არიან:

სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) – პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა: Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival.

მონაწილეები თურქეთიდან – ISTBILISI პროექტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად Kavkaz Jazz ფესტივალისთვის – ბილალ ყარამანი გიტარაზე, მუსტაფა ოლგანზი ელექტრო ქანუნთან და შენთურქ ოზთაში – ელექტრო ბასზე, მათი შესრულებული მუსიკა იქნება შერწყმა ტრადიციული და თანამედროვე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუსიკის.

ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო-აშშ) – დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. როგორც გამოცემა New York City Jazz Record-მა უწოდა „ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“. მან წარჩინებით დაამთავრა პრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ). არის გამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტის მონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი.

არმენ უსნუნცი (სომხეთი) – საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთის დამსახურებული არტისტი, ჯგუფი Time Report დამფუძნებელი, წლების მანძილზეა არტო ტუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი, 2004-2006 წლებში იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი.

Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება. ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.

პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge. წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მთავარი მხარდამჭერი კი არის თბილისის მერია.

ასევე, პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, იუნუს ემრეს ინსტიტუტი, მედია ჰოლდინგი GBtimes Georgia, რადიო IMEDI და OK Magazine.

 

 

იტვირთბა....