მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დაგეგმილი კონცერტისა და ბილეთების შესახებ წერს:
“სანამ კიდე რამე მოხდა, დავწერ. მართლა რთულ პერიოდში დამემთხვა ეს კონცერტი… და რასაც ჰქვია გავიტანეთ მაინც. აღარ მინდა გაწუხებდეთ ჩემი კონცერტებით და ახალ წლამდე თბილისში კონცერტს აღარ გავმართავ (კორპორატიულები არ ითვლება) რაც მქონდა საშუალება ბილეთების, დავარიგე და აღარ მაქვს და მართლაც ყოველ საათში იცვლება ბილეთების გაყიდვები და დარბაზში უფრო ცოტა ადგილი რჩება, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით! ფეხზე დასადგომი ბილეთებიც აღარ დარჩა.
შევხვდებით ხვალ!” – წერს მომღერალი.
იტვირთბა....