პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმანა.
კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე ორი დეპუტატი სერგი კაპანაძე და ადა მარშანია იყრიდნენ კენჭს.
პარლამენტის ხმები კი ასე გადანაწილდა: სერგი კაპანაძე 91 ხმა ადა მარშანიას კი – 1.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მახრი დაუჭირა. მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს დილას 51-ე სკოლის მოსწავლეებსი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ ამ საქმეზე სრული სიმართლე დადგინდეს.
17-კაციან კომისიაში უმრავლესობით – 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით.
კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.
“ევროპული საქართველოდან“: – სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ – ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.