“მწვანეთა პარტიას” თავის კვოტა ქონდა საგამოძიებო კომისიაში, მაგრამ დავთმეთ, რადგან გვინდოდა სისხლის სამართლის სპეციალისტები შესულიყვნენ იქ. მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პოლიტიკური კიარა წმინდა პროფესიონალური სახე მიეღო კომისიას. ახლა ამ პარლამენტში რაღაც სიმახინჯე ხდება. არ უნდა დამეთმო ჩემი კვოტა გულწრფელად გეუბნებით, მე უნდა შევსულიყავი ამ კომისიაში და პასუხი იქვე უნდა გამეცა, როდესაც ამ ორი ახალგაზრდა ბავშვის მკვლელობაზე პიარს გააკეთებდით”, – განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.
იტვირთბა....