კომპანია American Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც შიდა რეისს ტეხასიდან არიზონას შტატში ასრულებდა, ძლიერ შტორმში მოყვა. ბორტზე 130 მგზავრი იმყოფებოდა.
პორტალ Airline Ratings-ის ცნობით, სეტყვამ ძლიერ დააზიანა ბორტის წინა ნაწილი. ამის გარდა, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოყვა, რამაც მგზავრები ადგილებიდან მაღლა აისროლა. დაზიანდა მათი პირადი ნივთებიც. პილოტებმა ავარიული დაშვება წარმატებით განახორციელეს.
„ნივთები დაფრინავდნენ. ადამიანები მაღლა ხტოდნენ. ეს ყველაზე საშინელი ფრენა იყო ჩემს ცხოვრებაში“ – განუცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა Life Shot-ს.
ყველაფრის მიიუხედავად, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
წყარო: primenewsgeorgia.ge