ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობაში დატოვა 26 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ლიფტში ჭრილობები მიაყენა. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.

როგორც პროცესზე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განმარტა, ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის და ის რჩება წინასწარ პატიმრობაში.

მომდევნო პროცესი 25 ივლისს 12 საათზე გაიმართება. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ბრალდებულის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს.

ქალის დაჭრაში ბრალდებული 2 ივნისს დააკავეს.

იტვირთბა....