ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაბეიშვილი: მერია აპირებს მეტრო რუსული კომპანიას გადასცეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერია სტრატეგიული ობიექტის, მეტროს მართვის სადავეების გადაცემას რუსული კომპანია “ოპორასთვის” აპირებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, თუმცა გარიგების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
„დედაქალაქის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ მეტროს მართვის სადავეები გადაეცეს კონკრეტულ კომპანიას სადაც წილებს ფლობს რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია და კონკრეტულად ვინმე გენადი სტრელცოვი.

საბოლოოდ შესაძლოა მივიღოთ ის, რომ სტრატეგიული ობიექტი გადავცეთ მტრის კომპანიას რომელიც წარმოდგენილია საქართველოში ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის სახელით, მიუხედავად იმისა, რომ 50% ფლობს დედაქალაქის მერია ამ კომპანიაშიც, 50% მფლობელი არის სწორედ ეს რუსული კომპანია.არსებობს საფრთხე, მითუმეტეს ჩვენ კახი კალაძისგან ვართ ნაჩვევი და გვინახავს როგორ გაუტარებია იგივე გაზპრომთან მიმართებაში რუსული ინტერესები. ეს არის სახიფათო თამაში, როცა სტრატეგიული ობიექტი შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს რუსეთის ფედერაციას“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეტრო 4 ივნისს გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვდნენ. დედაქალის მერი კახა კალაძე ამ დრომდე აცხადებდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

იტვირთბა....