Sport ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამოსი: “ყველაფერს მე მაბრალებენ, ფირმინომ უნდა თქვას, რომ გაციებული იყო, რადგან ჩემი ოფლის წვეთი დაეცა”

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა “ჩემპიონთა ლიგის” ფინალის შემდეგ “ლივერპულის” შემტევ მოჰამედ სალაჰთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

“რა გითხრათ? არ მეგონა, ასე თუ გააბუქებდნენ. ვიდეო ვნახე და აშკარად ჩანს, რომ მან პირველმა ჩამავლო მკლავზე ხელი. ესეც რომ არა, მე მეორე მხარეს დავეცი და სალაჰმაც მეორე მხარზე მიიღო ტრავმა, და არა იმაზე, რომლითაც ჩემზე იყო ჩაჭიდებული.

საერთოდ, მეჩვენება, რომ მიზეზებს ეძებენ. კარიუსმაც მე დამაბრალა თავისი შეცდომები, სერხიო რამოსს რომ დავეჯახე, ორიენტაცია დავკარგეო. რაღა დარჩა? ალბათ ფირმინომ უნდა თქვას, რომ გაციებული იყო, რადგან ჩემი ოფლის წვეთი დაეცა’, – განაცხადა სერხიო რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტაიმში სალაჰმა ტრავმა მიიღო რამოსთან თამაში დროს და დატოვა მოედანი. სწორედ რამოსს აბრალებენ სალაჰის ტრავმას.

იტვირთბა....