“ერთიც მეტროს მემანქანეების დაყვედრებულ ხელფასებზე – მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გადასვლისთანავე 180 ათას ლარიანი ჯიპი იყიდა. ნარმანიამ, როგორც მორიდებულმა ჩნოვნიკმა სემეკ-ში გადასვლისთანავე 60 ათას ლარიანი მანქანა. ასეთი კიდევ რამდენი. ჰოდა, ამ მუქთახორებისთვის ასე ფულების ყრა ნორმალურია და პატიოსან, მშრომელ მეტროს მემანქანეებს კაპიკები უნდა ვუთვალოთ ხო?”, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით, სადაც ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.
იტვირთბა....