ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმალაძე: “მერიას წელს, მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის ფინანსური საშუალება არ აქვს”

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისის მერიას წელს, მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდის ფინანსური საშუალება არ აქვს. ინფორმაციას “ინეტრპრენიუსი” ავრცელებს.

“2019 წელს შევხედოთ, რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები.

გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში, რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო”, – განაცხადა ხმალაძემ.

იტვირთბა....